ზვიად ძიძიგური: მაჟორიტარი ბიუროები პარლამენტს ემატება, მაგრამ პარლამენტის ბიუჯეტი არ გაიზრდება
5 საარჩევნო ოლქი როცა გაერთიანდა, ბიუროს გაუქმება შეუძლებელია, აქედან გამომდინარე, პარლამენტს ხარჯები მოემატა, – ამის შესახებ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ზვიად ძიძიგურმა განაცხადა.
მიუხედავად ბიუროების ზრდისა, ზვიად ძიძიგური აცხადებს, რომ პარლამენტის ბიუჯეტი არ გაიზრდება.
„დაახლოებით 25 ბიურო ემატება პარლამენტს, რადგან 5 საარჩევნო ოლქი სადაც გაერთიანდა, იქ ბიუროს გაუქმება შეუძლებელია, აქედან გამომდინარე, ხარჯები პარლამენტს მოემატა, მაგრამ პარლამენტის ჯამური ბიუჯეტი არ გაიზრდება, პირიქით ორიენტირებულები ვართ ხარჯების შემცირებაზე,“-განაცხადა ზვიად ძიძიგურმა „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე.