ზვიად ძიძიგური: მთავრობის 4 პუნქტიანი გეგმა ითვალისწინებს დამატებით 200 000 სამუშაო ადგილს

მთავრობის 4 პუნქტიანი გეგმა საკმაოდ ამბიციურია და ითვალისწინებს დამატებით 200 000 სამუშაო ადგილს-ამის შესახებ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ზვიად ძიძიგურმა განაცხადა.
ზვიად ძიძიგური იმ გეგმებზე საუბრობს, რასაც მთავრობის 4 პუნქტიანი გეგმა ითვალისწინებს.
ძიძიგურის ინფორმაციით, საწვავზე, სიგარეტზე და სათამაშო ბიზნესზე ფასების ზრდა გათვლილია ეკონომიკის განვითარებაზე. „მთავრობის 4 პუნქტიანი გეგმა არის საკმაოდ ამბიციური, ეს გულისხმობს უამრავი ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელებას,ასევე მთავრობის გეგმაში შედის 200 000 სამუშაო ადგილის გაჩენა.
„სიგარეტზე ფასებს რაც შეეხება, საქართველოში, სხვა ქვეყნებთან შედარებით, არის მიზერული, ამიტომ თანხა სიგარეტზე, საწვავზე და სათამაშო ბიზნესზე გაიზრდება, ეს ყველაფერი განპირობებულია ეკონომიკის ზრდის მოტივით.
რაც შეეხება ფასებს პროდუქტზე, აქციზის ზრდა არ იმოქმედებს პროდუქტის ფასებზე და რაც არის, შენარჩუნებული იქნება.
აქციზი იზრდება ასევე ძველ ავტომობილებზე.“-განაცხადა ზვიად ძიძიგურმა „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები