ჭიათურის მაღაროში მუშა დაიღუპა

ჭიათურაში, სოფელ ითხვისის მაღაროში მუშა დაიღუპა. გარდაცვლილი 50 წლის მამაკაცია. წინასწარი ინფორმაციით, მსხვერპლი ვაგონების შეჯახებას მოჰყვა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ელექტრო ან თბოენერგიის, გაზის, ნავთობის ან ნავთობპროდუქტების ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს. ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები