„საქართველოს მატერიალური კულტურული მემკვიდრეობა – კახეთი“ – ახალი სამეცნიერო ნაშრომი გამოიცა

გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის ეროვნულმა კვლევითმა ცენტრმა და საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ქართული ენციკლოპედიის ირაკლი აბაშიძის სახელობის მთავარმა სამეცნიერო რედაქციამ, საქართველოს კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით, გამოსცა ახალი სამეცნიერო ნაშრომი – „საქართველოს მატერიალური კულტურული მემკვიდრეობა – კახეთი“.
ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის ეროვნული კვლევითი ცენტრის ინფორმაციით, გამოცემა მომზადდა ქართული ენციკლოპედიის მთავარი სამეცნიერო რედაქციის მიერ განხორციელებული „საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობის“ ხუთი წიგნის საფუძველზე, რომლებიც ეძღვნებოდა კახეთის ისტორიისა და კულტურის ძეგლებს, შესული იყო აგრეთვე თუშეთის არქიტექტურული მემკვიდრეობა.
ახალ გამოცემაში მიმოხილულია 1 235 ხუროთმოძღვრული ძეგლი და მოცემულია ისტორიული ცნობები 70 დასახლებული პუნქტის შესახებ.
წიგნის შემდგენელია თამაზ დვალი, მთავარი რედაქტორი – ზურაბ აბაშიძე, რედაქტორები: ლალი მოწონელიძე, თამარ რუსიშვილი.
გამოცემის წარდგენა  საქართველოს კულტურის სამინისტროში გაიმართა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები