პუტინი: რუსეთი მეგობრობს მათთან, ვისაც წინსვლა სურს
რუსეთი მეგობრობს მათთან, ვისაც წინსვლა სურს, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა.
„ჩვენ ვმეგობრობთ და ვთანამშრომლობთ მათთან, ვისაც წინსვლა სურს. და ამისთვის მზად ვართ. ვიღებთ ამ გამოწვევას და მზად ვართ ამისთვის“, – თქვა კრემლის ლიდერმა SPIEF-ის პლენარულ სხდომაზე.
პუტინი 18-21 ივნისს ჩრდილო-დასავლეთის ფედერალურ ოლქში, სანქტ-პეტერბურგის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში (SPIEF)-ში მონაწილეობს.