ირანის პრეზიდენტი: თავსმოხვეული ომის დასრულების ერთადერთი გზა მტრის აგრესიის უპირობოდ შეჩერებაა
,,ირანი ყოველთვის მშვიდობასა და სიწყნარისკენ ისწრაფოდა”, – ამის შესახებ ირანის პრეზიდენტმა, მასუდ პეზეშკიანმა განაცხადა.
მისი თქმით, ომის დასრულების ერთადერთი გზა მტრის აგრესიის უპირობოდ შეჩერებაა.
„ამჟამინდელ ვითარებაში, თავსმოხვეული ომის დასრულების ერთადერთი გზა მტრის აგრესიის უპირობოდ შეჩერება და სიონისტი ტერორისტების ავანტიურების სამუდამოდ დასრულების საბოლოო გარანტიის უზრუნველყოფაა. წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენი პასუხი მტრის მიმართ კიდევ უფრო მკაცრი და სამწუხარო იქნება“, – აღნიშნა ირანის პრეზიდენტმა.