იან კელი: საქართველოს პრემიერ-მინისტრს ეკონომიკის გაზრდის ძალიან კარგი გეგმა აქვს
საქართველოში აშშ-ის ელჩის იან კელის შეფასებით, საქართველოს პრემიერ-მინისტრს ეკონომიკის გაზრდის ძალიან კარგი გეგმა აქვს.
”საქართველოს პრემიერ-მინისტრს ეკონომიკის გაზრდის ძალიან კარგი გეგმა აქვს. ჩვენ მხარს ვუჭერთ მას. ჩვენი დახმარებების უმეტესი ნაწილი მიმართულია ეკონომიკის განვითარებაზე, თუმცა, თავად რეგიონში არის საკმაოდ ბევრი გამოწვევა. შესაბამისად, საქართველოც ამ გამოწვევის რიგში ხვდება. ამიტომ ცოტა რთული პერიოდია, თუმცა გეგმა არსებობს და მიმდინარეობს მუშაობა”, – განუცხადა ჟურნალისტებს იან კელიმ.