ვიქტორ დოლიძე კაბელების საქმეზე: მე არ მიმაჩნია სწორად ამ თემით სპეკულირება

მე არ მიმაჩნია სწორად ამ თემით სპეკულირება საერთოდ. მე განცხადება გავაკეთე. ჩემი აზრი ცნობილია და მე ვამთავრებ ამასთან დაკავშირებით საუბარს, – ამის შესახებ ევროპულ და ევრატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ვიქტორ დოლიძემ ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში კაბელების საქმეზე დასმულ კითხვაზე პასუხად განაცხადა.
„მე არ მიმაჩნია სწორად ამ თემით სპეკულირება საერთოდ. მე განცხადება გავაკეთე. ჩემი აზრი ცნობილია და მე ვამთავრებ ამასთან დაკავშირებით საუბარს და არც ახლა ვაპირებ გაგრძელებას. კიდევ ერთი მინდა ვთქვა, რომ არავისზე ნაკლებად მე ეს ამბავი, ბუნებრივია, არ მტკივა. მე არ გამიწყვეტია ამ ხალხთან ურთიერთობა და კომუნიკაცია და ამ თემით სპეკულირება, ვფიქრობ, არ არის სწორი, ამიტომ მე სხვებს ნამდვილად ვერ დავემსგავსები და მიუხედავად იმისა, რამდენი ტალახიც არ უნდა ისროლონ, ჩემთვის ეს ნაკლებად მნიშვნელოვანია. ჩემთვის მნიშვნელოვანია იმ საქმის კეთება, რომელსაც მე ხელი მოვკიდე და დარწმუნებული ვარ, ამ საქმის წარმატებაში“, – განაცხადა ვიქტორ დოლიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები