ქუთაისში მეცხრე სართულიდან გადმოვარდნილი ორი წლის ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა

ქუთაისში მეცხრე სართულიდან გადმოვარდნილი ორი წლის ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. ექიმების ინფორმაციით, პატარა ინტერვენციული მედიცინის ცენტრში მართვით სუნთქვაზეა და მას მენჯის ძვლის გარდა, თავის ქალის დაზიანებებიც აღენიშნება.
ქუთაისში, წუხელ, ნიკეას ქუჩაზე ორი წლის ბავშვი მეცხრე სართულიდან გადმოვარდა. თვითმხილველების თქმით, მცირეწლოვანს გუშინ დაბადების დღე ჰქონდა, რომლის აღსანიშნავად მშობლებმა ფანჯრიდან ფეიერვერკები გაუშვეს. ღიად დატოვებული ფანჯრიდან ბავშვის გადავარდნის მომენტში მშობლები სახლში იმყოფებოდნენ.
როგორც „კვირას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება 124-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის გაუფრთხილებლობით დაზიანებას გულისხმობს და ისჯება ჯარიმით ან პატიმრობით 2 თვემდე ვადით.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები