შს მინისტრი რუსთავში შსს-ს მომსახურების სააგენტოს ახალ ინფრასტრუქტურულ პროექტებს გაეცნო (ვიდეო)

შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი მღებრიშვილმა, შსს-ს მომსახურების სააგენტოს დირექტორ დათო ნიკოლეიშვილთან ერთად, რუსთავში მომსახურების სააგენტოს ახალი შენობა დაათვალიერა. შენობაში განთავსებულია საცავი, რომელშიც დაცულია სააგენტოს საარქივო დოკუმენტები მთელი საქართველოდან. ამავე შენობაშია თანამედროვე სტანდარტების საწყობი, რომელიც სასაწყობო მასალების შესაბამის პირობებში შენახვას უზრუნველყოფს.

გიორგი მღებრიშვილმა მომსახურების სააგენტოს სატრანსპორტო საშუალებათა საექსპერტო შემოწმების განახლებული შენობაც დაათვალიერა. სერვისის გაუმჯობესების მიზნით, მოდერნიზებულ შენობაში მოქალაქეები მომსახურებას ავტომობილიდან გადმოსვლის გარეშე, უმოკლეს დროში მიიღებენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები