„იენს სტოლტენბერგმა რუსეთს უაღრესად კვალიფიციური და კარგი პასუხი გასცა“

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის დავით ზალკალიანის განცხადებით, ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებაში, რუსეთის პრეზიდენტის მიერ ხელმოწერილ ახალ კონცეფციასა და 2013 წელს მიღებულ კონცეფციას შორის დიდი განსხვავება არ არის.
როგორც ზალკალიანმა გადაცემა „2030“ -ში სტუმრობისას განაცხადა, კონცეფციაში ძირითადი აქცენტი ნატოს გაფართოების თემატიკაზეა გაკეთებული.
„კონცეფციაში ძირითადი აქცენტი ნატოს გაფართოებაზეა გაკეთებული, რომ რუსეთი ნატოს გაფართოებას ვერ შეეგუება, მაგრამ ვფიქრობ, იენს სტოლტენბერგმა რუსეთს უაღრესად კვალიფიციური და კარგი პასუხი გასცა.
ნატოს გენერალურმა მდივანმა ძალიან მკაფიოდ განაცხადა, რომ ნატო არის ორგანიზაცია, რომელშიც არცერთ მესამე ქვეყანას არ აქვს საშუალება, მისი გადაწყვეტილებების გადახედვა ან შეფერხება მოახდინოს. საერთაშორისო სამართლის ნორმები აღიარებს სუვერენული ქვეყნის უფლებას, მისთვის ხელსაყრელი უსაფრთხოების სისტემა აირჩიოს. შესაბამისად, ნატოსკენ სწრაფვა საქართველოს უფლებაა და მეორე მხრივ არის ნატოს წევრი ქვეყნები, რომლებიც ამ უფლებას აღიარებენ”, – განაცხადა მინისტრის მოადგილემ.
ამასთან, როგორც ზალკალიანმა განაცხადა, საქართველო არასოდეს შეეგუება იმას, რომ რუსეთი აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონს დამოუკიდებელ სახელმწიფოებად მოიხსენიებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები