იენს სტოლტენბერგი: საპარლამენტო არჩევნები ადასტურებს თქვენს პროგრესს რეფორმების განხორციელების გზაზე

საერთაშორისო საზოგადოებამ აღიარა საქართველოს საპარლამენტო არჩევნები, როგორც თავისუფალი და სამართლიანი, რაც ადასტურებს თქვენს პროგრესს რეფორმების განხორციელების გზაზე, – ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
როგორც სტოლტენბერგმა აღნიშნა, ალიანსი მომავალშიც დაუჭერს მხარს საქართველოს რეფორმების განხორციელების პროცესში.
„გილოცავთ საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას და პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე ხელახლა დანიშვნას. საერთაშორისო საზოგადოებამ აღიარა ეს არჩევნები, როგორც თავისუფალი და სამართლიანი, რაც ადასტურებს კიდეც თქვენს პროგრესს რეფორმების განხორციელების გზაზე. ნატო მომავალშიც დაგიჭერთ მხარს რეფორმების განხორციელების პროცესში. ჩვენ მომავალშიც უზრუნველვყოფთ საქართველოს პოლიტიკურ და პრაქტიკულ მხარდაჭერას. მტკიცე მხარდაჭერას ვუცხადებთ თქვენი ქვეყნის დამოუკიდებლობას, ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს და მომავალშიც ვაგრძელებთ თქვენს მხარდაჭერას რეფორმების გატარების გზაზე და წვრთნების ჩატარებაში, რაც მიზნად ისახავს ჩვენი ერთობლივი საწვრთნელი ცენტრის გაძლიერებას. ჩვენ ასევე უზრუნველვყოფთ, რომ ნატო-საქართველოს კომისია მომავალშიც იყოს პოლიტიკური დიალოგისა და პრაქტიკული თანამშრომლობის მნიშვნელოვანი პლატფორმა და ინსტრუმენტი“, -განაცხადა სტოლტენბერგმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები