კახა კალაძე: ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები ძალიან მალე ვიზების გარეშე შეძლებენ ევროპულ ქვეყნებში მიმოსვლას

ვიცე-პრემიერი, ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე ბრიუსელში ქართული დელეგაციის ვიზიტს აფასებს და მას წარმატებულს უწოდებს.
როგორც კალაძემ “იმედის“ პირდაპირ ეთერში განაცხადა, საქართველოს მოქალაქეები ძალიან მალე ვიზების გარეშე შეძლებენ ევროპულ ქვეყნებში მიმოსვლას.
„მე მინდა გამოვეხმაურო ჩვენი დელეგაციის ვიზიტს ბრიუსელში, ეს მართლაც ძალიან წარმატებული ვიზიტია. ჩვენ მოვისმინეთ ქალბატონ მოგერინის განცხადება, რომ საქართველომ, ფაქტობრივად, ყველაფერი შეასრულა ასოცირების ხელშეკრულებიდან გამომდინარე. მიუხედავად ჩვენი ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების მცდელობებისა, რომ შეეფერხებინათ უვიზო მიმოსვლა ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებისთვის და ისინი ისევ თავიანთი ვიწრო პარტიული ინტერესებიდან გამოდიოდნენ, მათ ნამდვილად არ გამოუვათ ეს. ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები ძალიან მალე ვიზების გარეშე შეძლებენ ევროპულ ქვეყნებში მიმოსვლას“,- განაცხადა კახა კალაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები