ნატოს გენერალური მდივანი ქართველ ჯარისკაცებს მადლობას უხდის

მინდა მადლობა გადავუხადო ქართველ ჯარისკაცებს ავღანეთში, მათ სწრაფი რეაგირება მოახდინეს გერმანიის საკონსულოზე თავდასხმისას ავღანეთში, გამოიჩინეს სიმამაცე – ამის შესახებ ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
როგორც ნატოს გენმდივანმა აღნიშნა, ეს ადასტურებს, თუ როგორი წვლილი შეაქვს საქართველოს ალიანსის ღირებულებების დაცვაში.
„მინდა მადლობა გადავუხადო ქართველ ჯარისკაცებს ავღანეთში. მათ სწრაფი რეაგირება მოახდინეს გერმანიის საკონსულოზე თავდასხმისას ავღანეთში, გამოიჩინეს სიმამაცე. ერთი ჯარისკაცი დაიჭრა. ეს ადასტურებს, თუ როგორი წვლილი შეაქვს საქართველოს ჩვენი ღირებულებების დაცვაში. საქართველო-ნატოს პარტნიორობას ვაფასებთ და დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ. ჩვენ განვიხილეთ თუ როგორ შეგვიძლია განვამტკიცოთ ეს პარტნიორობა და განვავითაროთ“, – განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები