საკრებულოს სხდომაზე ბესიკ ქარცივაძის და დავით ავალიანის უფლებამოსილება ცნეს

თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში სხდომა ჩატარდა, რომელსაც წარმომადგენლობითი ორგანოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი ხელმძღვანელობდა.
სხდომაზე საკრებულოს წევრებმა დეპუტატების ადგილმონაცვლეობის საკითხზე იმსჯელეს.
კერძოდ, საკრებულოს „ქართული ოცნების“ დეპუტატს რატი იონათამიშვილს წარმომადგენლობით ორგანოში ბესიკ ქარცივაძე ჩაანაცვლებს, ხოლო „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელს ირაკლი აბესაძეს კი ამავე პარტიის წევრი დავით ავალიანი შეცვლის.
საკითხი დღის წესრიგში მას შემდეგ დადგა, რაც საკრებულოს წევრები რატი იონათამიშვილი და ირაკლი აბესაძე 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგად საქართველოს პარლამენტის წევრები გახდნენ.
საკრებულოს დეპუტატებმა სხდომაზე ადგილმონაცვლეობის საკითხს მხარი დაუჭირეს.
დღესვე თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გიორგი ტყემალაძემ დეპუტატებს საკრებულოს კომისიების პერსონალურ შემადგენლობაში განსახორციელებელი ცვლილებები გააცნო, რომელთა თანახმად, საკრებულოს წევრი ბესიკ ქარცივაძე იურიდიულ საკითხთა და ასევე ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა, ხოლო დავით ავალიანი კი იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებების დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომისიების წევრები გახდნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები