გიორგი კვირიკაშვილი ბრიუსელში ფედერიკა მოგერინის შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირკაშვილმა პირისპირ შეხვედრა გამართა  საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელთან, ფედერიკა მოგერინისთან. საუბრის დასაწყისში გიორგი კვირიკაშვილმა ხაზი გაუსვა, რომ  არჩევნების შემდეგ პირველი ვიზიტის ბრიუსელში განხორციელება ევროკავშირთან სტრატეგიული ურთიერთოებების დასტურია.
ფედერიკა მოგერინიმ გიორგი კვირიკაშვილს არჩევნების წარმატებით ჩატარება და პრემიერ-მინისტრის პოსტზე ხელახალი დანიშვნა მიულოცა. მან იმედი გამოთქვა, რომ საქართველოს ხელისუფლება შეძლებს დასახული მიზნების სრულად განხორციელებას.
მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, მხარეებმა განიხილეს საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების ძირითადი საკითხები და ხაზი გაუსვეს ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების საბჭოს მესამე სხდომის მნიშვნელობას, რომელიც ასოცირების შეთანხმების ძალაში შესვლის შემდეგ,მაღალი დონის პირველი ინსტიტუციური შეხვედრაა.  გიორგი კვირიკაშვილმა კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს ხელისუფლების მზაობა, ფართომასშტაბიანი რეფორმების გზით მიაღწიოს ევროკავშირთან პოლიტიკურ ასოცირებას და ეკონომიკურ ინტეგრაციას.
აღნიშნულ კონტექსტი ხაზი გაესვა სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის პროცესის დასრულების მნიშვნელობას, რაც, მხარეთა შეფასებით, იქნება ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კონკრეტული სარგებელი და სტიმული, რომელსაც საქართველოს მოქალაქეები მოელიან ევროინტეგრაციის შედეგად.
ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ცალსახად დაადასტურა ევროკავშირისადა წევრი ქვეყნების მხარდაჭერა საქართველოსთან სავიზო რეჟიმისლიბერალიზაციისადმი და აღნიშნა, რომ საქართველომ ზედმიწევნით შეასრულაყველა საჭირო მოთხოვნა.
გიორგი კვირიკაშვილმა და ფედერიკა მოგერინიმ ისაუბრეს საქართველოსოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარებისა და ქვეყანაში სტაბილურობისხელშეწყობის მიმართულებით ევროკავშირის როლის გააქტიურების მნიშვნელობაზე.
ფედერიკა მოგერინიმ დაადასტურა ევროკავშირის მტკიცე მხარდაჭერა საქართველოსტერიტორიული მთლიანობისადმი საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები