დონალდ ტუსკი: საქართველოში არჩევნები ფუნდამენტური უფლებების სრული დაცვით ჩატარდა

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი დონალდ ტუსკი საქართველოს 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ არჩევნები საქართველოში ფუნდამენტური უფლებების სრული დაცვით ჩატარდა.
როგორც ტუსკმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან შეხვედრაზე განაცხადა, საქართველოს მთავრობამ აღნიშნული შედეგის უზრუნველსაყოფად ძალ-ღონე არ დაიშურა.
„ბოლო საპარლამენტო არჩევნები საქართველოში ჩატარდა ფუნდამენტური უფლებების სრული დაცვით. ეს არის საქართველოში დემოკრატიის ნამდვილი წარმატება.
მადლობას მოვახსენებ პრემიერ-მინისტრს, რომლის მთავრობამ ძალ-ღონე არ დაიშურა ასეთი შედეგის უზრუნველსაყოფად. დღევანდელ შეხვედრაზე მე მოვუწოდე პრემიერ-მინისტრს ოპოზიციასა და საქართველოს სამოქალაქო საზოგადებასთან აქტიური დიალოგის გაგრძელებისკენ“,-განაცხადა ტუსკიმ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები