პარლამენტმა ეროვნული ბანკის საბჭოს წევრები აირჩია

პარლამენტმა, საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრებად  არჩილ მესტვირიშვილის კანდიდატურას 93 ხმით, 6-ის წინააღმდეგ, მურთაზ კიკორიას 90 ხმით, 6-ის წინააღმდეგ და რობერტ ჰენდრი სინგლეტერ უმცროსს 90 ხმით, 6-ის წინააღმდეგ მხარი დაუჭირა.
საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის მოადგილემ, ზურაბ მაჭარაძემ საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრების უფლებამოსილების ვადის გასვლასთან დაკავშირებით, ამავე თანამდებობაზე ასარჩევად არჩილ მესტვირიშვილის, მურთაზ კიკორიასა და რობერტ ჰენდრი სინგლეტერი უმცროსის კანდიდატურები წარადგინა. მომხსენებელმა დეპუტატებს კანდიდატურების ბიოგრაფიული მონაცემები და მათი სამუშაო გამოცდილება გააცნო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები