თალაკვაძე “ნაციონალებს“: გაგიმართლდათ, რომ თქვენი მმართველობის პერიოდში დოლარის საერთაშორისო ინდექსი იყო დაბალი

“თქვენ გაგიმართლდათ, რომ თქვენი მმართველობის პერიოდში, დოლარის საერთაშორისო ინდექსი იყო დაბალი”, – აღნიშნული განცხადება პარლამენტის პლენარულ სხდომაზე უმრავლესობის ლიდერმა, არჩილ თალაკვაძემ “ნაციონალური მოძაობის“ წევრების მისამართით გააკეთა.
როგორც თალაკვაძემ აღნიშნა, 2015 წლის აპრილი, ნოემბერი და 2016 წლის ნოემბერი და დეკემბერი – დოლარის საერთაშორისო ინდექსის ყველაზე მაღალი კურსით გამოირჩევა ბოლო ათწლეულის განმავლობაში.
”თქვენ გაგიმართლდათ, რომ თქვენი მმართველობის პერიოდში, დოლარის საერთაშორისო ინდექსი იყო დაბალი. თქვენ გქონდათ საშუალება, დაბალი კურსი შეგენარჩუნებინათ. გადაამოწმეთ, ნახეთ 2015 წლის აპრილი, ნოემბერი და 2016 წლის ნოემბერი და დეკემბერი – დოლარის საერთაშორისო ინდექსი ყველაზე მაღალია ბოლო ათწლეულის განმავლობაში, რაც, რა თქმა უნდა, ზუსტად აისახა ლარის კურსზე, რაც ადასტურებს იმას, რომ ჩვენ გვაქვს ინტეგრირებული ეკონომიკა და საქართველო იზოლირებულად ვერ იქნება განხილული. რა ვითარებაც არის რეგიონში, რა ვითარებაც არის მსოფლიო ბაზარზე და მსოფლიო ეკონომიკაში, ეს საქართველოზეც აისახება”, – განაცხადა თალაკვაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები