განათლებისა და მეცნიერების მინისტრს ახალი მოადგილე ჰყავს

განათლებისა და მეცნიერების მინისტრს, ალექსანდრე ჯეჯელავას ახალი მოადგილე ჰყავს. მინისტრის წარდგინებით, ამ პოსტზე პრემიერმა თეიმურაზ მურღულია დანიშნა. თეიმურაზ მურღულია გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის მოადგილე იყო.
მინისტრის მოადგილის პოსტი მას შემდეგ გახდა ვაკანტური, რაც გია შარვაშიძე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორად აირჩიეს.
ამ ეტაპზე უცნობია, რა მიმართულებას ჩაიბარებს განათლების მინისტრის ახალი მოადგილე. სამინისტროში, მიმართულებების გადანაწილება მომავალ კვირას იგეგმება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები