გიორგი მარგველაშვილი: საქართველო რუსეთთან კონსტრუქციული დიალოგის წარმოებას შეეცდება

“რუსეთი მსოფლიო არენაზე სერიოზულ მოთამაშედ რჩება და საქართველო მასთან, აზრთა სხვადასხვაობის მიუხედავად, კონსტრუქციული დიალოგის წარმოებას შეეცდება”, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა სააგენტო “როიტერთან“ ინტერვიუში განაცხადა.
„რუსეთი არის ფაქტორი, რომლის გათვალისწინება უნდა მოხდეს მისი მეზობლების და სხვა საერთაშორისო მოთამაშეების მიერ“, – განაცხადა მარგველაშვილმა.
მისივე თქმით, საქართველოს ძალისხმევა რაციონალური დიალოგის საწარმოებლად არის მიმართული. ეს არის მშვიდობის შენარჩუნების პოლიტიკა, რათა რომელიმე „ომის პარტიამ” პროვოკაციაში საქართველოს ჩართვა ვერ შეძლოს“, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.
ამასთან, მარგველაშვილის თქმითვე, მოსკოვთან კარგი ურთიერთობები საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის და მისი სუვერენიტეტის პატივისცემის გარეშე შეუძლებელია.
„რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაცია ისტორიულად უსამართლო ნაბიჯია. მას ვერასოდეს შეეგუება ვერც ჩვენი საზოგადოება, ვერც პოლიტიკური ხელმძღვანელობა“, – განაცხადა მარგველაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები