მარგველაშვილი იმედოვნებს, რომ ტრამპის პრეზიდენტობის პერიოდში აშშ-საქართველოს ურთიერთობები მტკიცე დარჩება

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი იმედოვნებს, რომ აშშ-საქართველოს ურთიერთობები დონალდ ტრამპის პრეზიდენტობის პერიოდშიც მტკიცე დარჩება. ამის შესახებ მარგველაშვილმა „როიტერს“ განუცხადა.
“ჩვენი ურთიერთობები დონალდ ტრამპთან, ისევე როგორც კავშირები კონგრესში ჩვენს მეგობრებთან, როგორც “რესპუბლიკურ”, ასევე “დემოკრატიულ პარტიაში”, შენარჩუნდება.
საუბარია კონტაქტებზე, რომლებიც ბოლო 25 წლის განმავლობაში ჩამოყალიბდა. ეს დღის წესრიგი პრეზიდენტ ტრამპთანაც უცვლელი დარჩება“, – განაცხადა მარგველაშვილმა.
მისივე თქმით, მას ევროკავშირთან უფრო მასშტაბური პოლიტიკური და ეკონომიკური ინტეგრაციის იმედი აქვს.
საქართველომ და ევროკავშირმა 2014 წელს სავაჭრო შეთანხმებას მოაწერეს ხელი და ამჟამად თბილისს უვიზო რეჟიმის დაწესების იმედი აქვს. გიორგი მარგველაშვილმა სინანული გამოთქვა, რომ ვიზალიბერალიზაციის მხრივ, პროგრესი არ არის და ამაზე პასუხისმგებლობა ევროპულ ბიუროკრატიას დააკისრა.

„ევროკავშირი, ნატოს მსგავსად, ამჟამად გამოწვევების გადაფასების ფაზაში იმყოფება. ეს კონსერვატიული ფაზა უფრო აქტიური დღის წესრიგით უნდა შეიცვალოს“, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები