პარლამენტმა მთავრობის ახალ შემადგენლობას ნდობა გამოუცხადა

110 მომხრე, 19 წინააღმდეგი – საქართველოს პარლამენტმა მთავრობის განახლებულ შემადგენლობას პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის მეთაურობით  ნდობა გამოუცხადა.

ახალი მთავრობის შემადგენლობა შემდეგნაირად გამოიყურება:
პრემიერ-მინისტრი – გიორგი  კვირიკაშვილი;
ეკონომიკის მინისტრი – გიორგი გახარია;
ფინანსთა მინისტრობი – დიმიტრი ქუმსიშვილი;
იუსტიციის მინისტრი – თეა წულუკიანი;
საგარეო საქმეთა მინისტრი – მიხეილ ჯანელიძე;
შინაგან საქმეთა მინისტრი – გიორგი მღებრიშვილი;
თავდაცვის მინისტრი – ლევან იზორია;
სასჯელაღსრულების მინისტრი – კახა კახიშვილი;
შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი – დავით სერგეენკო;
დევნილთა და განსახლების მინისტრი – სოზარ სუბარი; ინფრასტრუქტურის და რეგიონული განვითარების მინისტრი – ზურაბ ალავიძე;
ენერგეტიკის მინისტრი – კახა კალაძე;
განათლების მინისტრი – ალექსანდრე ჯეჯელავა;
სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი – ტარიელ ხეჩიკაშვილი;
ევროინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი – ვიქტორ დოლიძე;
კულტურის მინისტრი – მიხეილ გიორგაძე.

15203342_1116828251699088_2840319211272783474_n

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები