ფრაქცია ”საქართველოს პატრიოტებმა” პარლამენტის სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვა
ფრაქცია ”საქართველოს პატრიოტებმა” პარლამენტის რიგგარეშე სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვა. პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ირმა ინაშვილმა ფრაქციის წევრებს სხდომათა დარბაზის დატოვება მას შემდეგ სთხოვა, რაც სიტყვით გამოვიდა და გიორგი კვირიკაშვილი და მინისტრობის კანდიდატები მწვავედ გააკრიტიკა.
ინაშვილმა აღნიშნა, რომ ის და მისი ფრაქცია პრემიერ-მინისტრობის კანდიდატსა და მის მიერ წარდგენილ სამთავრობო გუნდს ნდობას არ უცხადებს და აქედან გამომდინარე, ისინი კენჭისყრისას დარბაზში არ იქნებიან.