“ნაციონალური მოძრაობის” წევრებმა მოაწყვეს თავისთვის, პატარა კუთხეში ჯოჯოხეთი და თვითონვე იხრუკებოდნენ მის ცეცხლში“

“ნაციონალური მოძრაობის” წევრებმა მოაწყვეს თავისთვის, პატარა კუთხეში ჯოჯოხეთი და თვითონვე იხრუკებოდნენ მის ცეცხლში, – ასე გამოეხმაურა ოკუპირებულ ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა მინისტრობის კანდიდატი სოზარ სუბარი პარლამენტში „ნაციონალური მოძრაობის“ წევრების გუშინდელ გამოსვლას.
“მე არ ვარ დარწმუნებული, რომ ბოლომდე ასე გაგრძელდება საპარლამენტო განხილვა. დღეს პირველად, როდესაც ოპოზიციის მხრიდან კითხვები არის საგნობრივი და არა რაღაც უაზრო ბრალდებები, რასაც გუშინ ჰქონდა ადგილი. არ მჯერა, რომ მათგან რამე კონსტრუქციულობა მოსალოდნელია, მაგრამ ყოველ შემთხვევაში, დღეს თავშეკავებულად იქცეოდნენ. „ნაციონალური მოძრაობის“ გუშინდელმა ქცევამ გამახსენა, რომ იმუქრებოდნენ ჯოჯოხეთად ვაქცევთ პარლამენტსო, მოაწყვეს თავისთვის, პატარა კუთხეში ჯოჯოხეთი და იხრუკებოდნენ მის ცეცხლში თვითონვე”, – განაცხადა სოზარ სუბარმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები