„ბახი და მისი შვილები“ – „თბილისის ბაროკო ფესტივალის“ მორიგი კონცერტი გაიმართება

„ბახი და მისი შვილები“, – ასე ეწოდება „თბილისის ბაროკო ფესტივალის“ მორიგ კონცერტს, რომელიც 28 ნოემბერს, რუსთაველის თეატრის მცირე დარბაზში, 19:30 საათზე გაიმართება.
როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა განუცხადეს, ეს საღამო განსაკუთრებით ბახის მუსიკის მოყვარულებისთვის არის განკუთვნილი, შესრულდება იოჰან სებასტიან ბახისა და მისი შვილების ნაწარმოებები. ბახის ოჯახის უკვდავ მუსიკას კი შეასრულებენ თბილისის სახელმწიფო კამერული ორკესტრი „საქართველოს სინფონიეტა“ და ფესტივალის სტუმრები: ავსტრალიელი ფლეიტისტი ჯორჯია ბრაუნი და თომას ფოსტერი – კლავესინისტი დიდი ბრიტანეთიდან.

15225178_10207316438541424_1300679416_oკონცერტის სოლისტი, ფლეიტისტი  ჯორჯია ბრაუნი, ვიდრე ძველი მუსიკის სფეროში საერთაშორისო წარმატებას მიაღწევდა, ჰააგაში (ჰოლანდია) სწავლობდა მუსიკას.
მას შემდეგ, რაც ლონდონში დასახლდა, ძალიან ხშირად გამოდიოდა კონცერტებზე ბრიტანეთის ძველი მუსიკის ანსამბლებთან ერთად – The English Concert, Academy of Ancient Music, Age of Enlightenment და The Dunedin Consort. ჯორჯია საკმაოდ ენთუზიასტი პედაგოგია, ასწავლის საუზჰემპტონის უნივერსიტეტში და ბირმინგჰემის უნივერსიტეტის, ბირმინგჰემის კონსერვატორიის და ასევე კოლეჯ Eton-ის მიწვეული პედაგოგია. იგი კერძო გაკვეთილებს ატარებს ლონდონში და ყოველწლიურად სტუმრობს ბაროკო ფლეიტის საზაფხულო სკოლას სამხრეთ-დასავლეთ  საფრანგეთში, კორდ-სიუ-სიელთან ახლოს.
კლავესინისტმა თომას ფოსტერმა ოქსფორდის წმ. ეკატერინეს კოლეჯმა პირველი კლასის მუსიკოსის საპატიო წოდება მიანიჭა. შესრულების განსაკუთრებულ მანერას მუსიკის სამეფო აკადემიაში, კლავესინისტ ტრევორ პინოკის კლასში დაეუფლა. იგი თანამშრომლობს ისეთ ცნობილ მუსიკოსებთან, როგორიც არის ელისონ ბოლსონი. თომასი დაფასებული სოლისტია.
როგორც საორკესტრო მუსიკოსი, იგი უკრავდა ისეთ ორკესტრებსა და ანსამბლებში, როგორიც არის The English Concert,  The Scottish Ensemble, Britten Sinfonia, La Nuova Musica, BBC Singers, St. James’s Baroque, Early Opera Company და Music for Awhile with Maggie Faultless. ამა წლის ზაფხულში თომასი ლორენს ქამინგის და ორკესტრ The English Concert-ის დირიჟორ-ასისტენტი იყო ჰენდელის  „ტამერლანის“ საოპერო დადგმაზე ბაქსტონის ოპერის თეატრში.15204161_10207316438341419_1519187060_o
ფესტივალის ფარგლებში ჩატარდება საჯარო ლექციები:
29 ნოემბერი –  ლექცია (მუსიკალური შეხვედრა), მომხსენებელი გახლავთ მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი და მუსიკის კრიტიკოსი – დავით გიგინეიშვილი, რომელიც აუდიტორიას წარმოუდგენს თემას – „გეორგ ფილიპ ტელემანის ინსტრუმენტული მემკვიდრეობა“, სადაც აუდიოჩანაწერების საშუალებით ასევე გააჟღერებს ტელემანის მუსიკას.
2 დეკემბერისაჯარო სამეცნიერო ლექცია. მომხსენებელი გახლავთ მუსიკოსი, ჟურნალისტი და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ხელოვნებათმცოდნეობის ფაკულტეტის დოქტორანტი თეა მუქერია, რომელიც წარმოადგენს ნაშრომს „ჰ.ი. ბიბერის „როზარიუმის სონატების“ იდეური და საშემსრულებლო კონცეფცია“, სადაც აუდიტორია მუსიკის მოსმენასთან ერთად ასევე იხილავს ამ მისტიკურ ნაწარმოებთან დაკავშირებულ გრავიურებს.
ლექციები ჩატარდება შემდეგ მისამართზე: სანაპიროს ქ.4, შენობა 2, სართული 8.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები