ფარული კადრების საქმეზე სასამართლო პროცესი დახურულ რეჟიმში ტარდება

თბილისის საქალაქო სასამართლოში ფარული კადრების საქმეზე სხდომა მიმდინარეობს. სხდომა დახურულ რეჟიმში ტარდება. დღეს სხდომაზე ბრალდების მოწმეები დაიკითხებიან, მათ შორის იქნებიან ის ჟურნალისტები, რომლებმაც სოციალურ ქსელში ვიდეო კადრების ბმულები მიიღეს.
„ჩემთვის ცოტა გაუგებარია ის მოტივი, რა მოტივითაც მე ვარ დაბარებული სასამართლოზე მოწმედ, იმიტომ, რომ ამ კადრების მოპოვებასთან დაკავშირებით, ბრალდების საპასუხოდ, მე არანაირი ინფორმაცია არ მაქვს. თუმცა ჩავთვალე ჩემს მოქალაქეობრივ ვალად, რომ რადგან დაბარებული ვიყავი სასამართლოში მოწმედ, მოვსულიყავი და მეთქვა ის, რაც ვიცი უშუალოდ ამ კადრებთან დაკავშირებით. ოღონდ ეს ეხება გავრცელებას და არა მოპოვებას, უკანონო გადაღებას და შენახვას,“-აცხადებს ბერულავა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები