თსუ-ს თვითმმართველობის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი, აუდიტორია 115-ის წევრებს „ვანდალებს“ უწოდებს

თსუ-ს თვითმმართველობის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი, ბახვა კვირიკაშვილი თსუ-ს რექტორატს აფრთხილებს, რომ აუდიტორია 115-ის წევრები შენობაში შეჭრას და საარჩევნო უბნებზე პროვოკაციების გზით არჩევნების ჩაშლას გეგმავენ.
„პირველ საათიანი აქციის შემდეგ, ეს ადამიანები შემოიჭრებიან კორპუსში და აიღებენ მეორე და მესამე კორპუსს, სადაც არის განლაგებული ოთხი საარჩევნო უბანი და უნდათ ამ უბნებზე არჩევნების ჩაშლა, პროვოკაციების მოწყობა. მოვუწოდებ რექტორს, უნივერსიტეტის ადმინისტრაციას, უსაფრთხოების სამსახურს და ყველას უფლებამოსილ პირს, უზრუნველყონ არჩევნების მშვიდობიანად ჩატარება და არ დაუშვან ამ ვანდალების კიდევ ერთხელ შემოჭრა,“-განაცხადა ბახვა კვირიკაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები