ალექსანდრე ჯეჯელავა „აუდიტორია 115“-ს მოუწოდებს არ შეუშალონ ხელი სასწავლო პროცესს

განათლების მინისტრობის კანდიდატი ალექსანდრე ჯეჯელავა აუდიტორია 115-ის წევრებს მოუწოდებს, ხელი არ შეუშალონ სასწავლო პროცესს.

ჯეჯელავა სტუდენტებს აფრთხილებს, რომ მსგავსი აქციებით მხოლოდ დესტაბილიზაციის მოტანა შეიძლება და შედეგებზე ვერ იქნება ორიენტირებული.

„როგორც ჩანს, ნაწილს უნდა და მათი მიზანია, რომ რაღაც ძალოვანი მეთოდებით გამოხატონ საკუთარი თავი. მე მოვუწოდებ, ძალიან მინდა ვთხოვო ყველას, რომ არაფერს მოიტანს ეს. ყველა მზად არის მათთან შესახვედრად. მათ იციან, რომ თსუ-ს სტრატეგია მზადდება, ისიც იციან, რომ თვითონაც არიან ჩართულები ამ ფორმატში, ამიტომ ახლა სტუდენტებისთვის, სასწავლო პროცესისთვის და თვითმმართველობის არჩევნებისთვის ხელის შეშლით ვერაფერ უკეთესობას ვერ მიიღებენ, მხოლოდ ათასობით სტუდენტს თავისი კანონიერი უფლების განხორციელებას შეუშლიან ხელს. მათ რომ ნდომოდათ, გუშინაც მოვიდოდნენ ჩემთან შესახვედრად და არა კორპუსს დაიკავებდნენ, მაგრამ მათი არჩევანია კონკრეტულად ასეთი მეთოდით მოქმედება“,- აღნიშნა ჯეჯელავამ.

თსუ-ში ამ დროისთვის თვითმმართველობის არჩევნები მიმდინარეობს. სტუდენტებმა უნდა აირჩიონ 140 წევრი, კანდიდატების რაოდენობა კი 160-ია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები