ბახვა კვირიკაშვილი: არ დაუშვან ვანდალების კიდევ ერთხელ კორპუსში შემოჭრა

თსუ-ს თვითმმართველობის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ბახვა კვირიკაშვილი, უნივერსიტეტის რექტორს და ადმინისტრაციის ხელმძღვანელ პირებს მიმართავს, რათა არჩევნების მშვიდობიან გარემოში ჩატარება უზრუნველყონ.
როგორც კვირიკაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, „აუდიტორია 115“ -ის წარმომადგენლები, 13.00 საათის აქციის შემდეგ, უნივერსიტეტის იმ კორპუსში შეჭრას ცდილობენ, სადაც ოთხი საარჩევნო უბანია გახსნილი.
“მათ უნდათ ამ უბნებზე არჩევნების ჩაშლა, პროვოკაციების მოწყობა და იმ ქმედებების განხორციელება, რაც გუშინ არ გამოუვიდათ. მოვუწოდებ უნივერსიტეტის რექტორს, ადმინისტრაციას, უნივერსიტეტის უსაფრთხოების სამსახურს და ყველა უფლებამოსილ პირს, უზრუნველყონ არჩევნების მშვიდობიან გარემოში ჩატარება, არ დაუშვან ამ ვანდალების კიდევ ერთხელ შემოჭრა კორპუსში”,-აღნიშნა კვირიკაშვილმა.
თსუ-ში თვითმმართველობის არჩევნები მიმდინარეობს. სტუდენტებმა უნდა აირჩიონ 140 წევრი, კანდიდატების რაოდენობა კი 160-ია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები