გიორგი მარგველაშვილი თურქმენეთში გაეროს ეგიდით ორგანიზებულ კონფერენციაში მონაწილეობას მიიღებს

ხვალ, საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, თურქმენეთში მდგრადი ტრანსპორტის პირველ გლობალურ კონფერენციაში მონაწილეობას მიიღებს, რომელიც აშხაბადში, თურქმენეთის პრეზიდენტის ინიციატივითა და გაეროს ეგიდით ტარდება.
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, თურქმენეთის დედაქალაქში დაგეგმილ უმაღლესი დონის კონფერენციას 80-ზე მეტი საერთაშორისო დელეგაცია, სხვადასხვა ქვეყნის ლიდერები და საერთაშორისო ორგანიზაციების ხელმძღვანელები, მათ შორის გაეროს გენერალური მდივანი ბან კი მუნი და ეუთოს გენერალური მდივანი ლამბერტო ზანიერი, ასევე სხვა წარმომადგენლები დაესწრებიან.
კონფერენციის ფარგლებში დაგეგმილია გიორგი მარგველაშვილის სიტყვით გამოსვლა. საქართველოს პრეზიდენტი აშხაბადში გაეროს გენერალურ მდივანთან, ასევე თურქმენეთისა და ავღანეთის პრეზიდენტებთან ორმხრივ შეხვედრებს გამართავს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები