გია შარვაშიძე: ჩვენ ვიმოქმედებთ კანონის შესაბამისად, მისი სრული დაცვით

„ჩვენ ვიმოქმედებთ კანონის შესებამისად, მისი სრული დაცვით“, – აცხადებს თსუ-ს რექტორი გია შარვაშიძე, რომელიც სტუდენტთა თვითმართველობის არჩევნების პარალელურად, „აუდიტორია 115“ -ს მიერ გამართულ აქციებს აკრიტიკებს.
შარვაშიძის განმარტებით, მას პროტესტის ამგვარი ფორმა არ მოსწონს და აცხადებს, რომ თსუ-ში თვიმმართველობის არჩევნები ჩვეულებრივ გარემოშო მიმდინარეობს.
„ყველამ კარგად იცოდა, რომ 25 ნოემბერს არჩევნები უნდა ჩატარებულიყო. რაც შეეხება პროტესტის ფორმას, ეს მიუღებელია. კანონდებლობაზე პარლამენტმა ახლა დაიწყო მუშაობა და არის საშუალება, რომ კანონდებლობა გაუმჯობესდეს. მე ვვარაუდობ, რომ ავტონომიის პრინციპის გაზრდით უნდა მოხდეს კანონდებლობის გაუმჯობესება. იმედი მაქვს, რომ თავად სტუდენტები შეძლებენ, განსაზღვრონ როგორი მოწყობა უნდათ“,-აღნიშნა შარვაშიძემ.
რექტორის განცხადებით, იმისთვის რომ პრივილეგირებული ჯგუფები აღარ იყოს, ყველაფერი გაკეთდა ამ ორი თვის განმავლობაში, მათ შორის თანხებთან მიმართებაშიც.
„ფეისბუქგვერდზე“, ღია სივრცეში არის ბრძანების პროექტი და ყველას აქვს საშუალება, თავისი წვლილი შეიტანოს მის გაუმჯობესებაში. რაც შეეხება „აუდიტორია 155“-ის მიერ დაგეგმილ აქციას, გია შარვაშიძის თქმით, უსაფრთხოების ზომები იქნება დაცული.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები