თსუ-ში თვითმმართველობის არჩევნები მიმდინარეობს

ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში დღეს თვითმმართველობის არჩევნები ტარდება. უნივერსიტეტის 20 615 სტუდენტი სტუდენტური თვითმმართველობის წევრებს აირჩევს.

თსუ-ს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში არჩევნებში მონაწილეობის მიზნით განაცხადი 174-მა კანდიდატმა შეიტანა. უნივერსიტეტის 7 ფაკულტეტზე სტუდენტები თვითმმართველობაში 20-20 დელეგატს აირჩევენ. სულ უნივერსიტეტს 140 წევრისაგან შემდგარი სტუდენტური თვითმმართველობა ეყოლება.
თსუ-ს სასწავლო კორპუსებში სულ 13 საარჩევნო უბანი იქნება განთავსებული. კენჭისყრის პროცესი 25 ნოემბერს, 09:00 საათზე დაიწყო და 18:00 საათზე დასრულდება.
სტუდენტებმა 120 წევრისაგან შემდგარი თვითმმართველობის ორგანო 2014 წელს აირჩიეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები