წულუკიანი ხოშტარიას – „მე როდესაც წიგნს ვკითხულობდი, თქვენ ძველბიჭობდით პლეხანოვზე“ – ვიდეო

“მე მაქვს გამოხატვის თავისუფლება, რომელსაც ვერ წამართმევს ვერავინ, მათ შორის მორალური კრახის პირობებში მჯდარი დეპუტატი, რომელმაც უღალატა ირინა ენუქიძის ხსოვნას და მოკალათდა ოთო კახიძის გვერდით”, – ამ სიტყვებით იუსტიციის მინისტრობის კანდიდატმა, თეა წულუკიანმა პარლამენტის გაერთიანებული კომიტეტების სხდომაზე უმცირესობის წევრს, ელენე ხოშტარიას მიმართა.
წულუკიანმა ოპოზიციონერ დეპუტატს შელაპარაკების შეწყვეტისკენ მოუწოდა და „ნაციონალურ მოძრაობაში“ ყოფნის გამო გააკრიტიკა.
„ელენე, ნუ შემაწყვეტინებთ, მე ბავშვობაში არც ფეხბურთში და არც ძველბიჭობაში არ გეჯიბრებოდით. ჩვენ ყოველთვის სხვადასხვა ადგილას ვიყავით. მე როდესაც წიგნს ვკითხულობდი, თქვენ ძველბიჭობდით პლეხანოვზე. ეს არ არის ჩემი სტილი. მე ასევე გისამძიმრებთ იმას, რომ სანდრო გირგვლიანის მეგობარი ზიხართ იქ, სადაც ზიხართ – ოთო კახიძის გვერდით. გისამძიმრებთ, ამ მორალურ, იმედია დროებით კრახს. კაცი, რომელიც ვანო მერაბიშვილს იცავს , იმის გვერდით ზიხართ დღეს“, – მიმართა წულუკიანმა ელენე ხოშტარიას.
წულუკიანის ამ განცხადებას დეპუტატის გაღიზიანება მოჰყვა. „თქვენი საქმე არ არის“,- უპასუხა ხოშტარიამ.
„მე მაქვს გამოხატვის თავისუფლება, რომელსაც ვერ წამართმევს ვერავინ, მათ შორის მორალური კრახის პირობებში მჯდარი ქალბატონი – დეპუტატი, რომელმაც უღალატა ირინა ენუქიძის ხსოვნას და მოკალათდა ოთო კახიძის გვერდით“, – აღნიშნა წულუკიანმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები