თეა წულუკიანი: იუსტიციის სამინისტრო ბლოკჩეინის სისტემას ამკვიდრებს
„იუსტიციის სამინისტრო ბლოკჩეინის სისტემას ამკვიდრებს“, – ელექტრონული მმართველობის რეფორმის გაგრძელების თაობაზე თეა წულუკიანმა მე-9 მოწვევის პარლამენტის სამი კომიტეტის სხდომაზე განაცხადა.
„მე ერთ მაგალითს გეტყვით: ვიყავით და დავრჩებით, ჩვენს ორ სხვა კოლეგა სამინისტროსთან ერთად, წამყვანი უწყება მთავრობაში ელექტრონული მმართველობისა და ახალი ტექნოლოგიების დანერგვის დარგში. ზაფხულში ჩვენ უკვე შევძლებთ ე.წ. ბლოკჩეინის სიტემის ამუშავებას და უძრავი ქონების ამონაწერის განთავსებას ამ აბსოლუტურად უსაფრთხო და ნოვაციურ სისტემაში. ID ბარათების პინკოდების აღდგენა მოხდება გაზაფხულზე, რაც ბევრ ჩვენგანს აწუხებს, სააღსრულებო ფურცლის ელექტრონიზაცია, რომ სასამართლოშივე აიტვირთოს აღსრულების ეროვნულ ბიუროში და აღსრულება დაიწყოს ისე, რომ ადამიანს აღარ დასჭირდეს ამ ფურცლით წინ და უკან სიარული“, − განაცხადა თეა წულუკიანმა.