თეა წულუკიანი: ქალების წინადაცვეთა სპეციალური მუხლით დაისჯება

„ქალების ე.წ. წინადაცვეთა სპეციალური მუხლით დაისჯება“, – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრობის კანდიდატმა, თეა წულუკიანმა მე-9 მოწვევის პარლამენტის სამი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე განაცხადა.
„სტამბოლის კონვენციას მალე წარმოგიდგენთ რატიფიკაციისთვის, რომელიც თქვენ ყველამ იცით − ეს არის ძალიან სქელი საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი. 20-მდე კანონი შეიცვლება და არსებული რეალობიდან გამომდინარე, რამდენიმე დღის წინ ჩვენ მასში ჩავამატეთ ქალების გენიტალიების დამახინჯების მუხლი, რომელიც კრიმინალიზებული უნდა იყოს სწორედ სპეციალური მუხლით“, − განაცხადა თეა წულუკიანმა. ამავე სხდომაზე თეა წულუკიანმა მართლმსაჯულების რეფორმის შესახებაც ისაუბრა.
მისი თქმით, შეჯიბრებითობამ, მხარეთა თანასწორობამ, დაცვის უფლებამ რეალური შინაარსი შეიძინა ბოლო ოთხი წლის განმავლობაში და ეს აუცილებლად გაგრძელდება
„სისხლის პროცესი, მატერიალური კოდექსი და სხვა კანონები, დაცვის უფლება, იუსტიციის სამინისტროს ინიციატივით, პარლამენტთან ერთად, თქვენთან ერთად, ჩვენ ძალიან ბევრი ნაბიჯი გადავდგით წინ. შეჯიბრებითობამ, მხარეთა თანასწორობამ, დაცვის უფლებამ რეალური შინაარსი შეიძინა ბოლო ოთხი წლის განმავლობაში და ეს აუცილებლად გაგრძელდება“, − განაცხადა თეა წულუკიანმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები