„კრიმინალური პოლიციის განვითარების საქმეში რაც შეიძლება მეტი მაღალი ტექნოლოგიების ჩართვას ვგეგმავთ“

კრიმინალური პოლიციის განვითარების საქმეში რაც შეიძლება მეტი მაღალი ტექნოლოგიების ჩართვას ვგეგმავთ, – ამის შესახებ რამდენიმე კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე შინაგან საქმეთა მინისტრობის კანდიდატმა გიორგი მღებრიშვილმა კრიმინალური პოლიციის რეფორმირების თაობაზე დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
„ერთი წლის განმავლობაში ჩვენ გვაქვს დაგეგმილი კრიმინალური პოლიციის რეფორმირება. რაც შეიძლება მეტი მაღალი ტექნოლოგიების ჩართვას ვგეგმავთ კრიმინალური პოლიციის განვითარების საქმეში“, – განაცხადა მღებრიშვილმა.
შს მინისტრობის კანდიდატმა ანალიზზე დაფუძნებული პოლიციის შესახებ დასმულ კითხვასაც უპასუხა.
„ეს არის ამერიკული მოდელი, ეს ახალი არ არის და არ არის ჩვენი მოგონილი, აპრობირებულია, მუშაობს ამერიკის შეერთებულ შტატებში და საკმაოდ წარმატებულად. საქართველოს სამ რეგიონში საპილოტე პროექტი მიმდინარეობს, შესაბამისად უახლოეს პერიოდში ყველა რეგიონი ჩაერთვება“, -აღნიშნა მღებრიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები