„საქართველოში კრიმინალი გაზრდილი არ არის და ამის დამადასტურებელ ციფრებს მე თქვენ წარმოგიდგენთ“

“საქართველოში კრიმინალი გაზრდილი არ არის და ამის დამადასტურებელ ციფრებს მე თქვენ წარმოგიდგენთ”, – ამის შესახებ რამდენიმე კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე შინაგან საქმეთა მინისტრობის კანდიდატმა, გიორგი მღებრიშვილმა განაცხადა.
აღნიშნულ საკითხზე კითხვით მას “ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა დეპუტატმა, ოთარ კახიძემ მიმართა.
მღებრიშვილმა კახიძეს კონკრეტიკისკენ მოუწოდა და დაინტერესდა, რის საფუძველზე საუბრობს დეპუტატი გაზრდილ კრიმინალზე.
„როცა გაზრდილ კრიმინალზე საუბრობთ, იქნებ ციფრები მოგვიყვანოთ, იქნებ დაგვიკონკრეტოთ. მე მზად ვარ, რომ ნებისმიერი ციფრები წარმოგიდგინოთ იმის თაობაზე, რომ საქართველოში კრიმინალი გაზრდილი არ არის. ბოდიშს გიხდით, მაგრამ ასე ზეპირად საუბარი ჭორაობას ჰგავს, კითხვაა თუ ბრალდებები, ვეღარ ვარკვევ. თავის მართლებას არ ვაპირებ, პირდაპირ გეუბნებით, რომ საქართველოში კრიმინალი გაზრდილი არ არის და ამის დამადასტურებელ ციფრებს მე თქვენ წარმოგიდგენთ, თუ თქვენ მეტყვით, რა ნაწილშია გაზრდილი კრიმინალი. რაც შეეხება სტატისტიკას, სტატისტიკა კვარტალში ერთხელ საქსტატს მიეწოდება და შეგიძლიათ გამოითხოვოთ, თუ გაინტერესებთ, ეს საჯაროა და არავინ არ დაგიმალავათ“, – განაცხადა მღებრიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები