გიორგი მღებრიშვილმა შსს-ს თანამშრომლები სამსახურებრივი მოვალეობის სანიმუშოდ შესრულებისთვის დააჯილდოვა

გიორგი მღებრიშვილი და ვახტანგ გომელაური შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის განსაკუთრებულ დავალებათა პირველი სამმართველოს ბაზაზე წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის გახსნას დაესწრნენ.

განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელებისა და თანამშრომლების ინიციატივითა და მხარდაჭერით, განსაკუთრებულ დავალებათა პირველი სამმართველოს ბაზაზე, წმინდა გიორგის ეკლესიის მშენებლობას საფუძველი 2015 წელს ჩაეყარა. აღნიშნული დეპარტამენტის თანამშრომლები, გარდა მატერიალური შეწირულობისა, თავად მონაწილეობდნენ ეკლესიის მშენებლობაში.

გიორგი მღებრიშვილმა თანამშრომლებს გიორგობის დღესასწაული მიულოცა და საქართველოსთვის ერთგულად მსახურება უსურვა: „მადლობას გიხდით იმ სამსახურისთვის, რომელსაც ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებისთვის ეწევით და მხნეობას, მშვიდობას, საქართველოსთვის ერთგულად მსახურებას გისურვებთ“.

გიორგი მღებრიშვილმა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის თანამშრომლებს სამსახურებრივი მოვალეობის სანიმუშოდ შესრულებისთვის მადლობის სიგელები და სხვა წამახალისებელი ჯილდოები გადასცა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები