დიმიტრი ქუმსიშვილი: ლარის კურსის დევნა ამოცანა არ არის

“ლარის კურსის დევნა ამოცანა არ არის”, – ამის შესახებ ფინანსთა მინისტრის პოსტზე წარდგენილმა დიმიტრი ქუმსიშვილმა განაცხადა.
როგორც ქუმსიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, ამ ეტაპზე ლარის კურსთან მიმართებაში, მთავარი ამოცანა დამოკიდებულების შეცვლაა.
„რაც შეეხება ლარის კურსს, არაერთხელ განვმარტე და კვლავ შემიძლია განვმარტო, რომ ამოცანა არ არის ლარის კურსის დევნა, ამოცანა არის დამოკიდებულების შეცვლა, რომ ჩვენს მოსახლეობას ლარის კურსის ცვლილებასთან ერთად, არ ეცვლებოდეს ის განკარგვადი შემოსავალი, რაც მათ რჩებათ გადასახადების და სესხის გადახდის კვალდაკვალ“, – აღნიშნა ქუმსიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ დიმიტრი ქუმსიშვილი ფინანსთა მინისტრის პოსტზე ნოდარ ხადურს ჩაანაცვლებს. მისი კანდიდატურა პრემიერ-მინისტრობის მოვალეობის შემსრულებელმა, გიორგი კვირიკაშვილმა ცოტა ხნის წინ დაასახელა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები