ტრამპი აცხადებს, რომ შესაძლოა თურქეთში რუსეთ-უკრაინის პრეზიდენტების მოსალოდნელ შეხვედრაზე ჩავიდეს
აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ შესაძლოა სტამბოლში ჩავიდეს, სადაც 15 მაისს ვოლოდიმირ ზელენსკისა და ვლადიმერ პუტინს შორის შეხვედრა შეიძლება გაიმართოს.
„იქ გაფრენაზე ვფიქრობდი. შეხვედრის დროს სადღაც ახლო აღმოსავლეთში ვიქნები, მაგრამ იქ ჩავფრინდები, თუ ჩავთვლი, რომ ეს სასარგებლო იქნება“, – აღნიშნა ტრამპმა.
მანვე დასძინა, რომ უკრაინისა და რუსეთის პრეზიდენტების პოტენციური შეხვედრისთვის თურქეთის პრეზიდენტი, რეჯეფ თაიფ ერდოღანი შესანიშნავი მასპინძელი იქნება.
ამასთან, ტრამპი მიიჩნევს, რომ რუსეთი უკრაინაში 30-დღიან ცეცხლის შეწყვეტას დათანხმდება.