დავით სერგეენკო: ვერ დავეთანხმები პრეზიდენტს, რომ საკონსტიტუციო უმრავლესობა ყველა შემთხვევაში სახიფათოა

ჯანდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი დავით სერგეენკო საქართველოს პრეზიდენტის პათოსს არ იზიარებს და აცხადებს, რომ იგი არ ეთანხმება მოსაზრებას, თითქოსდა საკონსტიტუციო უმრავლესობა სახიფათოა. სერგეენკოს თქმით, კარგია, რომ პრეზიდენტმა მიღწევები ჩამოთვალა.
„რაც შეეხება მის მოსაზრებას, რომ საკონსტიტუციო უმრავლესობა ნებისმიერ შემთხვევაში სახიფათოა, ამაში ვერ დავეთანხმები. „ქართულმა ოცნებამ“ ოთხი წლის განმავლობაში დაამტკიცა, რომ მისი ამოცანა არის არა კონსტიტუციის და კანონის თავის თავზე მორგება, არამედ საქართველოს მოქალაქეებზე ზრუნვა“, – განაცხადა დავით სერგეენკომ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები