„კლასიდან ნაციამდე“ – პროფესორ სტივენ ჯონსის საჯარო ლექცია გაიმართება

18 ნოემბერს, 18:00 საათზე, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში გაიმართება მაუნტ ჰოლიოკის კოლეჯის (აშშ) პროფესორის სტივენ ჯონსის საჯარო ლექცია  – „კლასიდან ნაციამდე“.
როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა განუცხადეს, ლექცია შეეხება XIX-XX საუკუნის მიჯნაზე საქართველოში წარმოშობილ სოციალურ-პოლიტიკურ მოძრაობებსა და მათ გამოძახილებს, ქართულ სოციალ-დემოკრატიასა და მისი პოლიტიკური საქმიანობის შედეგებს.
პროფესორი სტივენ ჯონსი არის ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორი (სადოქტორო თემა: „საქართველოს სოციალური დემოკრატია ოპოზიციასა და ძალაუფლებაში ყოფნის დროს 1918-1921 წწ.“ – ლონდონის ეკონომიკისა და პოლიტიკის მეცნიერებათა სკოლა, 1984 წელი.).
სტივენ ჯონსი 2011 წელს აირჩიეს საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის უცხოელ წევრად.
2011 წლის მიენიჭა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის წოდება.
2015 წელს გადაეცა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ დაწესებული ივანე ჯავახიშვილის სახელობის საერთაშორისო სამეცნიერო პრემია.
პროფესორი ჯონსი არის საქართველოს უახლესი ისტორიის გამორჩეული მკლევარი, მას 70-მდე ნაშრომი და სამეცნიერო სტატია აქვს გამოქვეყნებული ქართული სოციალ-დემოკრატიის, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკისა (1918-21 წწ.) და პოსტსაბჭოთა საქართველოში პოლიტიკური ისტორიის შესახებ.
ღონისძიება გაიმართება საჯარო ლექცია-დისკუსიათა ციკლის – „მრავალპარტიულობა და იდოლოგიური პლურალიზმი საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში“ ფარგლებში.
ღონისძიების სამუშაო ენა – ქართული. ლექციის შემდეგ გაიმართება დისკუსია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები