ნატო-საქართველოს სწავლება 2016“ აქტიურ ფაზაში გადადის – ფოტოკოლაჟი

ნატო-საქართველოს წვრთნისა და შეფასების ერთობლივ ცენტრში (JTEC) მიმდინარე „ნატო-საქართველოს სწავლება 2016“ აქტიურ ფაზაში გადადის. ნატოს 13 წევრი და პარტნიორი ქვეყნის ოფიცრები სიმულაციური სცენარის გასათამაშებლად ემზადებიან.
როგორც „კვირას“ თავდაცვის სამინისტროდან აცნობეს, სცენარის მიხედვით, კრიზისი გამოგონილ ქვეყანაში ვითარდება. გაეროს უშიშროების საბჭოს გადაწყვეტილებით, ჩრდილოატლანტიკურმა ალიანსმა კრიზისის დასრულების მიზნით, მასში ჩართვა გადაწყვიტა.
როგორც სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია, მოქმედების რაიონში უკვე გადასროლილია ნატოს წევრი და პარტნიორი ქვეყნების ძალებით დაკომპლექტებული მრავალეროვნული ბრიგადა.
ამავე განცხადების თანახმად, ბრიგადის შტაბის საკვანძო პირებს ქართველი ოფიცრები წარმოადგენენ. სცენარის თანახმად, ამჟამად ერთობლივი დაგეგმარების პროცესი მიმდინარეობს, თუ როგორ უნდა განახორციელოს მრავალეროვნულმა ბრიგადამ ოპერაცია მოქმედების რაიონში.
შეგახსენებთ, რომ „ნატო-საქართველოს სწავლება 2016“ ოფიციალურად 10 ნოემბერს გაიხსნა. სწავლება ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის ფარგლებში (SNGP) იმართება და მიზნად ისახავს საქართველოს, ალიანსის და პარტნიორი ქვეყნების შეიარაღებული ძალების ურთიერთთავსებადობის ამაღლებას, მართვისა და კონტროლის შესაძლებლობების გაძლიერებას.
„ნატო-საქართველოს სწავლება 2016” ნატოს „მოკავშირეთა ტრანსფორმაციის სარდლობის” (ACT), ნატოს სახმელეთო ძალების სარდლობის (LANDCOM), ნატოს გაერთიანებული ძალების წვრთნის ცენტრის (JFTC), პარტნიორი ქვეყნების წარმომადგენლებისა და საქართველოს შეიარაღებული ძალების მხარდაჭერითა და ორგანიზებით იმართება. მასში ქართველ ოფიცრებთან ერთად, ალიანსის 11 წევრი (თურქეთი, ლატვია, ლიტვა, ნიდერლანდების სამეფო, რუმინეთი, უნგრეთი, ბულგარეთი, ბელგია, სლოვენია, გაერთიანებული სამეფო, აშშ) და 2 პარტნიორი ქვეყნის (უკრაინა, ყოფილი იუგოსლავიის რესპუბლიკა – მაკედონია) 250 სამხედრო მოსამსახურე მიიღებს მონაწილეობას.
15128522_1222713747772502_1315673880_n 15058717_1222713734439170_1504170639_n 15050373_1222713757772501_920010602_n 15058716_1222713744439169_1686736245_n 15129718_1222713737772503_870431081_n 15049905_1222713751105835_1074455410_n 15128650_1222713754439168_444252498_n 15049732_1222713741105836_1968643908_n

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები