ნინო ბასილია საუკეთესო რეჟისორის პრიზის მფლობელია

„მოვიგე, მოვიგეე ერთ-ერთ საუკეთესო ფრანგულ ფესტივალზე არასში საუკეთესო რეჟისორის პრიზი“, – წერს რეჟისორი ნინო ბასილია ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.
პალმა დე-მალიორკას კინოფესტივალზე გრან-პრის მოპოვებიდან სულ რამდენიმე საათში ქართული ფილმი “ანას ცხოვრება” კიდევ ერთი საერთაშორისო ჯილდოს მფლობელი საფრანგეთში, Arras Film Festival-ზე გახდა.
ფილმის რეჟისორს ნინო ბასილიას პრიზი საუკეთესო რეჟისურისთვის გადასცეს!
სოციალური დრამა „ანას ცხოვრება“ რეჟისორის მიერ საკუთარი სცენარის მიხედვით შექმნილი პირველი სრულმეტრაჟიანი ნამუშევარია.  ფილმი მარტოხელა დედაზეა, რომელსაც მარტოს უწევს ზრუნვა აუტისტური სპექტრის აშლილობის მქონე შვილზე. ეროვნული კინოცენტრის კონკურსის გამარჯვებული პროექტის მსოფლიო პრემიერა შვედეთის გოტებორგის საერთაშორისო კინოფესტივალზე შედგა.
ფილმი ინგმარ ბერგმანის პრიზზე იყო წარდგენილი. მას შემდეგ არაერთ კინოფესტივალზე მიიწვიეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები