ნიკოლოზ მჟავანაძე: ძებნილი სააკაშვილის ექსტრადირება ადვილი შესაძლებელია

იმის გათვალისწინებით, რომ სააკაშვილს აღარ აქვს დიპლომატიური პასპორტი და პოროშენკოც მის მიმართ კეთილგანწყონილი აღარაა, უკვე ადვილი სავარაუდოა, რომ იგი ქართულ მხარეს გადმოეცემა-ამის შესახებ უფლებადამცველთა გაერთიანების თავმჯდომარემ ნიკოლოზ მჟავანაძემ „კვირას“ განუცხადა.
ადვოკატი ვარაუდობს, რომ შესაძლოა სააკაშვილის ექსტრადიციაზე დაიწყოს საუბარი, რადგან, როგორც მან განმარტა, ყოფილ პრეზიდენტს დოპლომატიური პასპორტი აღარ იცავს.
“ის ახლა უკვე ჩვეულებრივი ძებნილია, პეტრე პოროშენკოც მის მიმართ აღარაა კეთილგანწყობილი და პირიქით, საქართველოს ხელისუფლებასთან ურთიერთობების დათბობას იწყებს. სააკაშვილს აღარ აქვს ის დიპლომატიური პასპორტი, რითიც უკრაინაში სარგებლობდა, მას აღარ იცავს მაღალი თანამდებობის პირის იმუნიტეტი, ამიტომ, მე ვფიქრობ, რომ მისი ქართული მხარისთვის გადმოცემის საკითხი დღის წესრიგში დადგება. ძებნილი სააკაშვილის ექსტრადირება ადვილი შესაძლებელია უკვე.“-განაცხადა უფლებადამცველმა ნიკოლოზ მჟავანაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები