უნგრეთის პრემიერი ტრამპის ინაუგურაციას არ დაესწრება

უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი აშშ-ის არჩეული პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ინაუგურაციას არ დაესწრება. ამის შესახებ ინფორმაციას უნგრეთის პრემიერ-მინისტრის პრესმდივანი ადასტურებს.

ვიქტორ ორბანი, რომელიც ტრამპის დიდი ხნის მოკავშირეა, მიწვეული იყო 20 იანვრის ცერემონიაზე დასასწრებად ვაშინგტონში, სხვა მემარჯვენე მსოფლიო ლიდერებთან ერთად, მათ შორის, არგენტინელ ხავიერ მილეისა და იტალიელ ჯორჯია მელონისთან ერთად.

ტრამპთან ახლო ურთიერთობის მიუხედავად, უნგრეთის პრემიერ-მინისტრი შეერთებულ შტატებში არ გაემგზავრება, თუმცა, იმავე დღეს ბუდაპეშტში პრეზენტაციას გამართავს.

ვიქტორ ორბანის გამოსვლა ფოკუსირებული იქნება ქვეყნის ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობაზე, რომელსაც უნგრეთი ექვსი თვის განმავლობაში ხელმძღვანელობდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები