ზუგდიდში 16 იანვარს საპროტესტო აქციაზე დაკავებული ორი აქტივისტი სასამართლომ 5000 ლარით დააჯარიმა
ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ 16 იანვარს ზუგდიდში საპროტესტო აქციაზე დაკავებული სამოქალაქო აქტივისტები, პარტია „დროას“ ზუგდიდის ორგანიზაციის ხელმძღვანელი, მარიამ სიჭინავა და კერენ ესებუა სამართალდამრღვევად ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 174-ე პრიმა მუხლის მე-4 ნაწილით ცნო.
სასამართლომ ორივე მათგანს 5000-ლარიანი ჯარიმა დააკისრა.
შეგახსენებთ, მარიამ სიჭინავა და კერენ ესებუა 16 იანვარს ზუგდიდში, სამხარეო ადმინისტრაციის წინ საპროტესტო აქციაზე ფოიერვერკის გასროლის გამო დააკავეს.