“9-წლიანი რეჟიმი, რომელმაც ომში გაგვხვია, ტერიტორიები გადააბარა რუსეთს, სისტემური დანაშაულები, რეკეტი… ეს ყველაფერი დაუსჯელი არ უნდა დარჩეს” – ლევან მაჭავარიანი
“9-წლიანი რეჟიმი, რომელმაც ომში გაგვხვია, ტერიტორიები გადააბარა რუსეთს, ის სისტემური დანაშაულები, რაც ხდებოდა, რეკეტი, გაუპატიურება, წამება, ადამიანების ოჯახებში თვალთვალი და ა.შ. ეს ყველაფერი დაუსჯელი არ უნდა დარჩეს,” – ამის შესახებ პარლამენტის ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარის მოადგილემ, ლევან მაჭავარიანმა განაცხადა, რითაც პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხს გამოეხმაურა.
“საგამოძიებო კომისია, ჩვენ როგორც დავაანონსეთ, იცით, რომ საგაზაფხულო სესიის პირველივე კვირაში შეიქმნება. ვინც არ ითანამშრომლებს ამასთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, სისხლის სამართლის სანქციები არის გათვალისწინებული. 9 წლიანი რეჟიმი, რომელმაც ომში გაგვხვია, ტერიტორიები გადააბარა რუსეთს, ის სისტემური დანაშაულები, რაც ხდებოდა, რეკეტი, გაუპატიურება, წამება, ადამიანების ოჯახებში თვალთვალი და ა.შ. ეს ყველაფერი დაუსჯელი არ უნდა დარჩეს. ჩვენ ბევრჯერ ხაზი გაგვისვამს, რომ ახლა დადგა ის მომენტი, როდესაც ჩვენი ქვეყანა იმდენად ძლიერი და განმტკიცებულია ჩვენი სუვერენიტეტი და იმდენად დამოუკიდებლები ვართ, რომ შეგვიძლია ეს ნაბიჯი გადავდგათ. ვინაიდან, ამ ძალებს მფარველობდნენ გარედან ძალიან ძლიერი აქტორები, რომლებიც ამის საშუალებას არ გვაძლევდნენ და თავის დროზე, თავს მოგვახვიეს კოჰაბიტაცია,” – აღნიშნა მაჭავარიანმა.