“მოვუწოდებ ყველა ბრალდების ავტორს, თუ რაიმე ხელშესახები აქვთ, წარადგინონ საგამოძიებო ორგანოში” – გიორგი კალანდარიშვილი

“მოვუწოდებ ყველა ბრალდების ავტორს, თუ რაიმე ხელშესახები აქვთ, წარადგინონ საგამოძიებო ორგანოში”, – ამის შესახებ ცესკოს თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილმა “დღის ქრონიკაში” ისაუბრა.

„თუ ვინმეს მართლა რაიმე ხელშესახები ფაქტები და მტკიცებულება აქვს, წარადგინოს პროკურატურაში და საგამოძიებო ორგანოსთან ითანამშრომლოს.. კენჭისყრის დღიდან თითქმის სამი თვე გავიდა და ჩვენ იმთავითვე გამოვრიცხავდით, რომ რაიმე მანიპულაციას ჰქონდა ადგილი, ეს პროკურატურამაც დაადასტურა, ეს არ იკითხება არც ეუთო/ოდირის დასკვნიდან. რაც პროკურატურის შუალედურ ანგარიშშია, იმისგან განსხვავებულს არ ველით, თუმცა, მოვუწოდებ ყველა ბრალდების ავტორს, რომ თუ რაიმე ხელშესახები აქვთ, წარადგინონ საგამოძიებო ორგანოში“, – აღნიშნა  კალანდარიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები